რესტორანი ”მცხეთა”

რესტორანი ”მცხეთა” მდებარეობს საქართველოს უძველესი ქალაქის, მცხეთის შემოგარენში.

მცხეთა ანტიკური ქალაქია, სადაც აღმართულია სახელგანთქმული ”სვეტიცხოველის” სამონასტრო კომპლექსი და უძველესი ”ჯვრის” მონასტერი.

ლამაზი ლანდშაფტი და სუფთა ჰაერი სასურველს ხდის რესტორანში დასვენებას და გართობას.

რესტორანი ”მცხეთა” თანამედროვე 500-ადგილიანი კვების ობიექტია. სტუმრებს აქ შეუძლიათ ისიამოვნონ როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულოთი. რესტორანში ძალიან ხშირად იმართება ბანკეტი, ქორწილი, სადღესასწაულო ღონისძიება და ა.შ.

გულით და სულით გელით ჩვენს რესტორანში